Wednesday, May 4, 2016

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია

მეცხრე ტრენინგ დღეს მოვაწესრიგე ჩემი პორთფოლიო.დავასრულე მუშაობა ყველა დოკუმენტზე.გამზადებული პორთფოლიო ავტვირთე გუგლის დისკზე.გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პროექტის გეგმები და მოსაზრებები ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო.ვფიქრობ აქ მიღებულ გამოცდილებას წარმატებით გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.

მადლობა ტრენერს ბატონ გიორგის.

Tuesday, May 3, 2016

მერვე ტრენინგ დღე

მერვე ტრენინგ დღეს მე დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა.თვალი გადავავლე ჩემს საქაღალდეს . ჩემს მიერ მოძიებულ მასალებს მივუჩინე თავისი ადგილი. მოვაწესრიგე თითქმის ყველა მასალა. ძალიან კარგი გამოვიდა და კმაყოფილი ვარ.

Monday, April 25, 2016

მეშვიდე ტრენინგ დღე

მეშვიდე ტრენინგ დღეს გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს.მოვიძიეთ ინტერნეტში პრეზენტაციის მოსამზადებლად საჭირო ფოტო -ვიდეო მასალა,ინტერნეტ მისამართები გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში და დავიწყეთ პრეზენტაციის აწყობა.

Wednesday, April 20, 2016

მეექვსე ტრენინგ დღე

მეექვსე ტრენინგ დღეს ჩვენ გავწერეთ პრეზენტაციის სამოქმედო გეგმა,გავეცანით დროის მენეჯმენტს,გავწერეთ ჩვენი პროექტი დროში,დასრულებული სახე მივეცით პროექტის გეგმას. შევიმუშავეთ სპეციალური საჭიროების და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები.

Monday, April 18, 2016

მეხუთე ტრენინგ დღე

მეხუთე ტრენინგ დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების გეგმაზე,გავეცანი სხვადასხვა პროექტის შეფასების გეგმის ნიმუშებს,ვიმსჯელეთ და გავარჩიე თითოეული.შევიმუშავე ჩემი პროექტის შესაბამისი შეფასების გეგმა . აღვწერეთ შეფასების ინსტრუმენტები.
მეხუთე ტრენინგ დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო,რაშიც დიდი წვლილი ტრენერს,ბატონ გიორგის მიუძღვის.

Wednesday, April 13, 2016

მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია

დავიწყე შეფასებების ინსტრუმენტებზე მუშაობა.  შევარჩიე ისეთი ინსტრუმენტები რომელიც დამეხმარება წინარე ცოდნის შეფასებასა და მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაში. ვფიქრობ ძალიან გამომადგება სასწავლო პროცესის დროს. 

Monday, April 11, 2016

მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია

დღეს უკვე შევარჩიეთ თემა და ამ თემის გარშემო დავიწყეთ მუშაობა. თემა საკმაოდ საინტერესოა. შევურჩიეთ საგნობრივი სტანდარტები რომელიც მაღალი დონის სააზროვნო უნარებსა და 21 - ე საუკუნის უნარ-ჩვევებზეა გათვლილი. ასევე გავწერეთ სასწავლო იზნები. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა.

Friday, April 8, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

დავიწყეთ ინტელის ტრენინგი. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება. პირველ მოდულში განვიხილეთ პროექტებით სწავლების  თავისებურებები. დავათვალიერეთ პროექტის გეგმების ნიმუშები. შევქმენით პროექტის პორტფოლიო და დავიწყეთ მუშაობა საპროექტო თემის შერჩევისათვის. ვფიქრობ ტრენინგი არ გამიძნელდება და საკმაოდ საინტერესო პროექტსაც შევქმნი.